ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არგენტინის ყოფილ პრეზიდენტ ფერნანდესს კორუფციისთვის ბრალი წაუყენეს


კრისტინა ფერნანდესი

არგენტინის ყოფილ პრეზიდენტ კრისტინა ფერნანდესს ბრალი იმაში წაუყენეს, რომ კორუფციულ სქემას წარმართავდა და ცდილობდა მილიონობით დოლარი ქალთა მონასტერში გადაემალა.

ფედერალურმა მოსამართლემ ბრალი ფერნანდესს და მისი ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებს წაუყენა. მათ შორის არის საჯარო პროექტების მდივანი. ის ივნისში დააპატიმრეს და ბრალი საჯარო სახსრების მოპარვაში დასდეს-თანხა, რომელიც 2003 – 2015 წლებში საჯარო გზების მშენებლობის პროექტებისთვის იყო განკუთვნილი.

საბრალდებო დასკვნაში მოხსენიებული არიან დაგეგმვის ყოფილი მინისტრი ხულიო დე ვიდო, საჯარო პროექტების ყოფილი მდივანი ხოსე ლოპესი და ლაზარო ბაეზი, რომლის სამშენებლო კომპანიამაც, სავარაუდოდ, ამ სქემით ხელი მოითბო.

ბაეზი ივნისში, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ბუენოს-აირესის გარეუბანში მდებარე კათოლიკურ ქალთა მონასტერში მილიონობით დოლარის გადამალვა სცადა.

XS
SM
MD
LG