ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ე.წ. არაბეთის ნახევარკუნძულის ალ-ყაიდამ, ლიდერის სიკვდილი დაადასტურა


ვებ-გვერდ „ინტელიჯენს გრუპის“ ცნობით, არაბეთის ნახევარკუნძულზე ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-ყაიდამ, თავისი ლიდერის, კასიმ ალ-რიმის სიკვდილი დაადასტურა.

თვის დასაწყისში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ალ-რიმი ამერიკის მიერ „იემენში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის“ დროს მოკლეს, სადაც შეერთებული შტატები ალ-ყაიდას დრონებით თავს რამდენიმე წლის განმავლობაში ესხმოდა.

6 თებერვალს ტრამპმა თქვა: „რიმის ხელმძღვანელობით, ალ-ყაიდამ იემენში, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ უსინდისო ძალადობა ჩაიდინა და შეერთებული შტატების და ჩვენი ძალების წინააღმდეგ უამრავ თავდასხმას და თავდასხმის წახალისებას გეგმავდა. მისი სიკვდილი ნახევარკუნძულის ალ-ყაიდას, და ალ-ყაიდას გლობალურ მოძრაობას უფრო აუძლურებს, უფრო ახლოს მივყავართ იმ საფრთხეების განადგურებასთან, რომელსაც ეს ჯგუფები ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიან“.

იემენში ბაზირებული ე.წ. არაბეთის ნახევარკუნძულის ალ-ყაიდა, ოსამა ბინ ლადენის ალ-ყაიდას განშტოებაა და შეერთებული შტატები მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG