ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში საპოლიციო ოპერაციის შედეგად 234 ადამიანი დააკავეს


ევროპაში ჩატარებული მასიური საპოლიციო ოპერაციის შედეგად 24 ტონა ანაბოლიკი სტეროიდის ფხვნილის ამოღება და მთელი კონტინენტის მასშტაბით, 234 ადამიანის დაპატიმრება მოხდა.

ამ ოპერაციამ ასევე, დოპინგის მწარმოებელი ცხრა იატაკქვეშა ლაბორატორიის დაკეტვა და 17 ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის დაშლა გამოიწვია.

ოპერაციაში 33 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი 23 ქვეყანა, ევროპის პოლიციის სააგენტო -"ევროპოლი" და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო იყო ჩართული.

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს დაზვერვის დირექტორმა გიუნთერ იუნგერმა თქვა: „ეს, ერთგვარი მრავალმხრივი თანამშრომლობაა, რომელიც რეალურ შედეგებს იძლევა და შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს გაყალბებული და უკანონო წამლების მიწოდებაზე, რომელსაც ზოგიერთი სპორტსმენი გლობალურად იყენებს.“

"ევროპოლმა" განაცხადა, რომ ოპერაცია, რომელსაც იტალიური და ბერძნული სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირებიც ერთობლივად ხელმძღვანელობდნენ, ასეთი სახის ყველა დროის უდიდესი ოპერაცია იყო.

ბოლო დროს, საერთაშორისო სამართალდამცავი სააგენტოები, სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენებას ყურადღებით აკვირდებოდნენ.

გასულ წელს, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა, რუსული სამხედრო დაზვერვის ოფიცრებს ბრალი წაუყენა ფართომასშტაბიან საქმეში, რომელიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს და ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციას მოიცავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG