თურქეთში დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ სავარაუდო კავშირში მყოფი 2 ეჭვმიტანილი დააკავეს. ისინი, სავარაუდოდ, ანკარაში თვითმკვლელის თავდასხმებს გეგმავდნენ წინასაახალწლო დღეებში. ამ ინფორმაციას თურქეთის ხელისუფლება ადასტურებს. ხელისუფლებამ ანტი ტერორისტული რეიდები და სხვა კონტრ ტერორისტული ღონისძიებები ბოლო თვეებში გაზარდა.