ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი გერმანიას აკრიტიკებს


გერმანია ეწინააღმდეგება ანკარასთვის გაწევრიანების გზაზე ახალი მოლაპარაკებების დაწყებას

თურქეთი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს აფრთხილებს, რომ ამ უკანასკნელმა შეწყვიტოს პოლიტიკური თამაში ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ თურქეთის მომავალ წევრობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ახლი ზომები არ იქნება მიღებული, ევროკავშირის ბლოკთან ანკარას ურთიერთობები ჩიხში შევა, ნათქვამია თურქეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მზადაა გადადგას ნაბიჯი, რომელიც თურქეთს ამ ბლოკში გაწევრიანების შანსს გაუზრდის, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ახლო აღმოსავლეთში ანკარას როლი საგრძნობლად გაიზარდა.

გერმანიამ თავის მხრივ გააკრიტიკა თურქეთის მთავრობა ქვეყანაში ანტი სამთავრობო დემონსტრაციებთან დაკავშირებული ქმედებების გამო. გერმანია ეწინააღმდეგება ანკარასთვის გაწევრიანების გზაზე ახალი მოლაპარაკებების დაწყებას, რომლიც უკვე სამი წელია არ გამართულა.
XS
SM
MD
LG