რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე პოლიციის ყოფილ ოფიცერს, დმიტრი პავლიუჩენკოვს განაჩენი გამოუტანეს. დღეს დაჩქარებული წესით გამართულ სასამართლო პროცესზე ძიებასთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის საბაბით მკვლელს მხოლოდ 11-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ანა პოლიტკოვსკაიას ოჯახის განცხადებით, სასჯელი მოსალოდნელზე ბევრად მსუბუქია და დანაშაულთან შედარებით - სრულიად არაადეკვატური. ამასთან, დამნაშავეს არ დაუსახელებია მკვლელობის მთავარი დამკვეთი, რაც საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა. ჟურნალისტის ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. 2006 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობა ჯერ კიდევ უამრავ კითხვას ბადებს.