ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფლებადამცველი ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის მონაცემები საგანგაშოა. თუმცა, იმ ქვეყნების რიცხვი სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს შემცირებულია და ეს სასჯელი ძირითადად აზიის ქვეყნებშია. ანგარიშში ნათქვამია, რომ სიკვდილით დასჯა მსოფლიოს 10 პროცენტში ხორციელდება, რაც ნიშნავს რომ ათი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით ეს ციფრი შემცირებულია. თუმცა „საერთაშორისო ამნისტიის“ ხელმძღვანელი ლუის დიაზი ამბობს, რომ იმ ქვეყნებში სადაც სიკვდილით დასჯა კიდევ მოქმედებს, ვითარება სავალალოა და შარშან 676 ადმაინი დასაჯეს სიკვდილით.

„სიკვდილით დასჯას ქვეყნების მცირე რაოდენობა ახორციელებს. თუმცა, ყოველწლიურად დასჯის შემთხვევები იზრდება ჩინეთში, ერაყში, ჩრდილოეთ კორეაში, საუდის არაბეთში, სომალიში, შეერთებულ შტატებსა და იემენში“ - განაცხადა დიაზმა.

XS
SM
MD
LG