ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასულ წელს 281 უფლებადამცველი მოკლეს


Amnesty Human Rights Campaign

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ მსოფლიოს მასშტაბით ახალ კამპანიას იწყებს, ამის მიზეზად უფლებადამცველები ადამიანის უფლებების მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას ასახელებენ. აქტივისტები იმედოვნებენ, რომ კამპანია „გაბედული“ მთავრობებს წაახალისებს შეუერთდნენ გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეკრულებას.

„საერთაშორისო ამნისტიის“ მონაცემებით მხოლოდ 2016 წელს სხვადასხვა ქვეყანაში 281 აქტივისტი დაიღუპა, ეს მონაცემი თითქმის გაორმაგდა 2015 წლის შემდეგ.

„ადამიანის უფლებების დამცველების წინააღმდეგ ბრძოლაა გაჩაღებული, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობებს მკაცრად მოვუწოდოთ მსგავსი თავდასხმების შეწყვეტისკენ,“ ამნონს გუადალუპე მარენგო, „საერთაშორისო ამნისტიის“ ადამიანის უფლებების დამცველების პროგრამის ხელმძღვანელი.

„საერთაშორისო ამნესტიის“ მიხედვით, რუსეთში ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მთავრობამ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები აკრძალა.

ამ თვეს გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ რუსეთის პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრა. საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო ოპოზიციონერი ლიდერი გენადი გუდკოვი.

აქციაზე შეკრებილებს გუდკოვმა უთხრა, რომ რუსეთის მთავრობა მატ უფრო „შეკრული წინააღმდეგობისკენ“ უბიძგებს. მისი თქმით, „რუსეთში კანონს ძალა არ აქვს.“

„რამდენიმე კვირაა უნგრეთი ცდილობს რუსეთის მსგავსი კანონი მიიღოს, რაც ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს უცხოეთიდან თანხების მოზიდვას გაურთულებს,“ ამბობს მარენგო.

ადამიანის უფლებების დამცველების წინააღმდეგ ბრძოლისთვის კრიტიკის ობიექტია თურქეთის მთავრობაც, რომელმაც ივლისის არშემდგარი გადატრიალების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები დაარბია და სამსახურიდან დაითხოვა ათასობით ადამიანი.

მკვლელობებთან, გატაცებებთან და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად აქტივისტებზე ძალადობის იარაღად ხშირად გამოიყენებენ ინტერნეტს და ტექნოლოგიებს. „საერთაშორისო ამნესტის“ ინფორმაციით, აქტივისტები ხშირად უკანონო თვალთვალის და მიყურადების ობიექტები ხდებიან, მათ ასევე თავს ესხმიან სოციალურ ქსელებში და ჩრდილს აყენებენ მათ რეპუტაციას.

„მათ აბრალებენ ტერორიზმსა და კრიმინალში მონაწილეობას და ამორალურობის დაცვას.“ ამბობს მარენგო.

„საერთაშორისო ამნისტია“-ში იმედოვნებენ, რომ მათი კამპანია ძალადობისგან დაიცავს უფლებადამცველებს, რომლებიც მსგავს ვითარებაში ყველაზე ნაკლებ დაცულები არიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG