ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საერთაშორისო ამნისტია“ ბრაზილიაში უფლებების დარღვევებზე საუბრობს


ბრაზილიაში, კერძოდ, რიო-დე-ჟანეიროში, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, კრიზისი ღრმავდება - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“. ხუთშაბათს გამოსულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით „არასაკმარის ზომებს იღებენ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევების შოკისმომგვრელი დონე გამოსწორდეს“. ბრაზილიის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების დამატებით ზომებს იღებენ. ამ კვირის განმავლობაში ჩატარებულ წარმატებულ რეიდებში მათ მოსახლეობიდან დიდი რაოდენობით უკანონო იარაღი ამოიღეს.

2012 წლის შემდეგ, პოლიციის გამო მომხდარი მკვლელობების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ამ წლის დასაწყისიდან პირველ ორ თვეში, რიო-დე-ჟანეიროში პოლიციამ 182 ადამიანი მოკლა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 78-პროცენტიან ზრდას წარმოადგენს. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ მონაცემებით, პოლიციას ბრალი რიო დე-ჟანეიროში მომხდარ ყოველ მეხუთე მკვლელობაში მიუძღვის, სან პაულოში კი კიდევ უფრო მეტ - ყოველ მეოთხე მკვლელობაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG