ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელების უმრავლესობას სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ სურს


მწვავე პოლიტიკური დაყოფების მიუხედავად, ამერიკელების უმრავლესობას სხვა ქვეყანაში ცხოვრება არ სურს. გაზეთ „უოლს სტრით ჯორნალის“ და ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამერიკის საზოგადოება დაყოფილია როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული და სოციალური ნიშნით, თუმცა ამ სხვაობების მიუხედავად ისინი თანხმდებიან, რომ ამერიკა საცხოვრებლად კარგი ადგილია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. გამოკითხულთა 28 პროცენტი ამბობს, რომ საცხოვრებლად ამერიკა საუკეთესო ადგილია, 54 პროცენტი მას ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს, მხოლოდ 18 პროცენტი ამბობს, რომ ამერიკაში ცხოვრების დონე საშუალოა.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, 35 პროცენტს სჯერა, რომ მათ შვილებს მათზე უკეთესი მომავალი ექნებათ. მსგავსი ოპტიმიზმი ბოლოს 2001 წლის გამოკითხვებში გამოვლინდა, მაშინ გამოკითხულთა 49 პროცენტი ამბობდა, რომ მომავლის სჯერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG