ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზის ტერაქტების ამერიკელი მსხვერპლი


საფრანგეთში პარასკევს მომხდარ ერთ-ერთ ტერორისტულ აქტში ამერიკის მოქალაქე დაიღუპა. ნოემი გონსალესი კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

კვირას ასობით ადამიანი შეიკრიბა ნოემის მოსაგონრად უნივერსიტეტის ლონგ ბიჩის ფილიალში, რომელიც ლოს ანჯელესის სამხრეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. ის დიზაინს სწავლობდა და პარიზშიც ერთი სემესტრი სასწავლებლად გაემგზავრა. ნოემი ერთ-ერთ იმ რესტორანში იმყოფებოდა, რომელსაც 13 ნოემბერს ტერორისტები თავს დაესხნენ.

XS
SM
MD
LG