ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი ალენი გადადგა


გენერლის მოთხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობას უკავშირდება

თეთრი სახლის განცხადებით, ნატოში თანამდებობის დაკავების ნაცვლად, საზღვაო ფლოტის გენერალი ჯონ ალენი თანამდებობიდან გადადგა.

სამშაბათს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც გენერლის გადადგომის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ალენმა პენსიაზე გასვლის სურვილი თავად გამოთქვა, რაზეც პრეზიდენტმა მას თანხმობა მისცა. გენერლის მოთხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობას უკავშირდება.

პრეზიდენტმა ობამამ გენერალ ალენის ავღანეთში მსახურობის დროს განსაკუთრებული დამსახურების შესახებ ისაუბრა.მან ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში გენერლის წარმატებულ მოღვაწეობას. პრეზიდენტ ობამას თქმით, გენერალი ალენი ამერიკის ერთერთი თვალსაჩინო სამხედრო ლიდერი და ჭეშმარიტი პატრიოტია.
XS
SM
MD
LG