ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალის ქალაქ ტიმბუქტუში აფეთქება მოხდა


აფეთქების შედეგად ერთი მალელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა

მალის ჩრდილოეთ ქალაქ ტიმბუქტუში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად ერთი მალელი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
მალის არმიის განცხადებით, ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ღამით ტიმბუქტუს საპატრული პუნქტთან აამოქმედა.

აფეთქებაზე პასუხსმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არავის აუღია.ეს პირველი ტერაქტია ტიმბუქტუში მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ჯარებმა ისლამისტი მეამბოხეები მალის ჩრდილოეთ ნაწილიდან განდევნეს.

ტიმბუქტუს მაცხვორებლებს ღამის განმავლობაში სროლები ესმოდათ. სამხედრო შეიარაღების ინფრომაციით, შეიარაღებული პირების ჯგუფი ცდილობდა ქალაქში შეეღწია, თუმცა ფრანგმა და მალელმა ჯარისკაცებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
XS
SM
MD
LG