ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალჟირის ტერაქტის შედეგები


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტების დაჯგუფების ლიდერმა მოხთარ ბელმოხთარმა აიღო

დღეს ალჟირის პრემიერ-მინისტრი ტერორისტების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე საჯაროდ ისაუბრებს. როგორც ცნობილია ბუნებრივი აირის საბადოზე ტერორისტების მიერ დატყვევებული უცხოელი მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს სულ ცოტა 80 ადამიანი დაიღუპა, ტერორისტების ჩათვლით. დაღუპულთა რაოდენობა გუშინ გაიზარდა, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა უდაბნოში კიდევ 25 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილთა შორის უმეტესობა უცხოეთის მოქალაქე იყო. დიდმა ბრიტანეთმა, რუმინეთმა, შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და საფრანგეთმა თავიანთი მოქაალაქეების დაღუპვის ფაქტი უკვე დაადასტურეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტების დაჯგუფების ლიდერმა მოხთარ ბელმოხთარმა აიღო. ინეტრნეტში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ის აცხადებს, რომ მისი 40 მებრძოლი ალ-ყაიდას სახელით მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG