ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალჟირში პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა


ალჟირში ახლადარჩეული პრეზიდენტის, აბდელკადერ ტებუნის, ინაუგურაცია ჩატარდა. პრეზიდენტმა არჩევნებში წინა კვირას გაიმარჯვა.

ტებუნმა, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, ხმების 58% აიღო, თუმცა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს მათ, ვინც 10 თვის განმავლობაში პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აწყობდა.

ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სცადა მიემართა გამომსვლელებისთვის და დაერწმუნებინა ისინი, რომ იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლის გარანტორი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ ის ქვეყნის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის წევრია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG