ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალჟირში მძევლები გაათავისუფლეს


სპეცოპერაციის დროს 23 მძევალი და 32 ტერორისტი დაიღუპა

ალჟირის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის საგანგებო სამსახურების იერიშის შედეგად ისლამისტების მიერ დატყვევებული მძევლები გათავისუფლებულნი არიან. უდაბნოში მდებარე ბუნებრივი აირის კომპლექსიდან 107 უცხოეთის მოქალაქე და 685 ალჟირელი უვნებლად გამოიყვანეს. შეტაკებისას 23 მძევალი და 32 ტერორისტი დაიღუპა.

ჩატარებული ღონისძიების შესახებ საფრანგეთმა განაცხადა, რომ ეს იყო "ყველაზე შესაფერი გადაწყვეტილება", რადგან ტერორისტებთან მოლაპარაკება შეუძლებელი გახლდათ. ვაშინგტონში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ დაღუპულთა ოჯახები ამერიკელთა ფიქრში და ლოცვაში იქნებიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამტაცებელთა საქციელი მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ტერორისტებს ეკისრებათ.
XS
SM
MD
LG