ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთი დღის შეფერხების შემდეგ, ალეპოდან ამბოხებულების და სამოქალაქო მოსახლეობის საბოლოო ევაკუაცია განახლდა. სირიაში გაეროს ოფიციალურმა პირმა როიტერს უთხრა, რომ ავტობუსებმა აღმოსავლეთ ალეპოდან მოძრაობა განაახლეს.

ბრიტანეთში დაფუძნებული, სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია ამბობს, რომ ცივ ამინდში, აღმოსავლეთ ალეპოდან 3 ათასი ადამიანის ევაკუაციისთვის 60 ავტობუსი იყო გამზადებული. ეს ამბოხებულების მიერ ოთხი წლის წინ დაკავებული ქალაქის დატოვების ბოლო ეტაპი იქნებოდა, მაგრამ ევაკუაციის შეთანხმების გარშემო ბოლო წუთში შექმნილი შეფერხების გამო ავტობუსები გაჩერდა.

მეამბოხეების მიერ დაკავებული ანკლავის სრული ევაკუაცია, სირიის პრეზიდენტ ასადს, ალეპოზე სრულ კონტროლს მისცემს, რაც თითქმის ექვსწლიანი სამოქალაქო ომის ისტორიაში, მნიშვნელოვანი გარდატეხის აღმნიშვნელია.

რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ სამმა ქვეყანამ ევაკუაციის მოსახდენად თავისი გავლენა გამოიყენა. მან ამით მიანიშნა, რომ ისინი სირიის თითქმის ექვსწლიან კონფლიქტში მთავარ ფიგურებად იქცნენ.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG