ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილმა ალბანელმა პოლიტპატიმარმა თავი დაიწვა


47 წლის ლირაკ ბეჟკო საავადმყოფოში დამწვრობით გადაიყვანეს

ალბანეთის მთავრობის განცხადებით, ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთათვის კომპენსაციის შეჩერების გამო, პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.

ოთხშაბათს, 47 წლის ლირაკ ბეჟკო საავადმყოფოში დამწვრობით გადაიყვანეს. ორი დღით ადრე, კიდევ ერთმა ადამიანმა ანალოგიური ფორმით დააფიქსირა საკუთარი პროტესტი.

ორივე დაზარალებული იმ 20-კაციან პატიმართა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც 19 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. ყოფილი პატიმრები სახელმწიფოსგან კომუნისტი დიქტატორის, ენვერ ჰოქსას გამო ციხეში გატარებულ თითო დღეში $18.50-ს მოითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG