ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალბანეთში ადგილობრივმა არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა


ალბანეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. მიუხედავად ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის არსებული დაძაბულობისა, ტირანამ დაპირისპირების თავიდან აცილება მოახერხა.

აქტივობა არჩევნებზე დაბალი იყო, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს ბალკანეთის ქვეყანაში მმართველი ელიტის ლეტიმურობის შესახებ. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და სოციალისტების მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ედი რამას გასულ არჩევნებში გაყალბებასა და კორუციაში დასდო ბრალი.

რამა და მისი მთავრობა ბრალდებებს უარყოფენ. მიუხედავად პრეზიდენტის მოთხოვნისა, რომ უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე არჩევნები ოქტომბრში გადაეტანათ, კენჭისყრა მაინც ჩაატარეს.

ოპოზიცია რამდენიმე კვირაა აქციებს მართავს. ისინი პრემიერ მინისტრის გადადგომას და ვადამდელ საყოველთაო არჩევნებს ითხოვენ.

ტირანაში დემონსტრანტების ჯგუფი სხვადასხვა საარჩევნო უბანთან შეიკრიბა. ისინი თანამოქალაქეებს სთხოვდნენ არჩევნებში ხმა არ მიეცათ. არჩევნებამდე არსებობდა არეულობის მოლოდინი, მაგრამ ცალკეული ინციდენტების გამოკლებით, არჩევნებმა ზოგადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG