ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეცოპერაცია ალაბამაში


ხუთი წლის მძევალი გაათავისუფლეს, გამტაცებელი დაიღუპა

ალაბამას შტატში პოლიციამ მძევლად აყვანილის ხუთი წლის ბავშვის გასათავისუფლებლად ოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც გამტაცებელი დაიღუპა, ხოლო ბავშვი გაათავისუფლეს.

გამტაცებელი 65 წლის პენსიონერი და სატვირთო ავტომანქანის ყოფილი მძღოლი ჯიმი ლიი დაიკსი იყო. მას ბავშვი დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე ყავდა დატყვევებული. მან ჯერ სკოლის ავტობუსის მძღოლი მოკლა, რის შემდეგაც ბავშვი გაიტაცა.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით გამტაცებელთან მოლაპარაკება უშედეგო იყო. პოლიცია ოპერაციის დეტალებს არ აკონკრეტებს. ამდენად უცნობია, თუ რა გარემოებაში დაიღუპა გამტაცებელი.
XS
SM
MD
LG