ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში ალ-ყაიდას მებრძოლები მოკლეს


იემენის სამხედრო ძალები აგრძელებენ იერიშს, რათა ქვეყნის სამხრეთში განლაგებული გამაგრებული რაიონებიდან ალ-ყაიდა განდევნონ

სავარაუდოდ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, იემენში ალ-ყაიდას ექვსი მებრძოლი დაიღუპა.

იემენის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი საჰაერო დარტყმის სამიზნე ავტომობილი იყო, რომლითაც შეიარაღებული მებრძოლები მარიბის პროვინციაში გადაადგილდებოდნენ.

ცალკეულ საჰაერო დარტყმებზე შეერთებული შტატები კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ იემენში, ალ-ყაიდას წევრების წინააღმდეგ, უპილოტო საფრენი აპარატები არაერთხელ გამოუყენებია.

დღევანდელი საჰაერო დარტყმა მოხდა იმ დროს, როცა იემენის სამხედრო ძალები აგრძელებენ იერიშს, რათა ქვეყნის სამხრეთში განლაგებული გამაგრებული რაიონებიდან ალ-ყაიდა განდევნონ. არმიის განცხადებით, ორი კვირის წინ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ათობით შეიარაღებული მებრძოლი გაანადგურეს.
XS
SM
MD
LG