ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალ ყაიდა მძევლებს არ ათავისუფლებს


საფრანგეთის ოფიციალური პირების ცნობით, ალ ყაიდას ჯერ არ წამოუყენებია მოთხოვნები 7 მძევლის გასათავისუფლებლად, რომელთა შორის 5 საფრანგეთის მოქალაქეა.

ტელეკომპანია ალ არაბიას განცხადებით, გამტაცებლები საფრანგეთის ხელისუფლებისგან ითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, რომლითაც მუსლიმ ქალებს სახეზე ჩადრის ტარება აეკრძალათ.

საპრანეგთის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი მოთხოვნა ქვეყნის ხელისუფლებისთვის არავის გაუგზავნია.

ალ არაბიას თანახმად, აკრძალვის მოხსნასთან ერთად გამტაცებლები რამდენიმე პატიმრის გათავისუფლებას და დაახლოებით 10 მილიონ დოლარის ოდენობის გამოსასყიდს ითხოვენ.

XS
SM
MD
LG