ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან


დღეს, რეგიონალური ლიდერები ხვდებიან ერთმანეთს, რათა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია განიხილონ, სადაც მარტში მეამბოხე ძალებმა ქვეყნის პრეზიდენტი დაამხეს.

შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დელეგაცია პრეზიდენტ ჯაკობ ზუმას ხელმძღვანელობით. სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარომადგენელმა განაცხადა, რომ შეხვედრას დიდი როლი ენიჭება სამომავლო საგზაო რუკის შესაქმნელად და რომ აფრიკის კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნება დელეგატების მთავარი მიზანია.
XS
SM
MD
LG