ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩადის


აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში აფეთქებებს 11 ავღანელი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

12 ნოემბერს, ავღანეთში, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, თომას დე მაიზიერე ჩავიდა, რათა კოალიციის მიერ ავღანეთის სამხედრო ძალებისთვის უსაფრთხოების კონტროლის გადაბარების საკითხი განიხილოს.

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ჰელმანდის პროვინციაში ავღანელი ჯარისკაცის ფორმაში გადაცმული პირის მიერ ბრიტანელი ჯარისკაცის მკვლელობის ფაქტს დაემთხვა.

ინციდენტი ერთ-ერთია იმ ეგრეთ წოდებული „შიდა შეტევების" სერიული მკვლელობებიდან, რამაც „ნატო"-სა და ავღანეთის სამხედრო ძალებს შორის ნდობის დაკარგვა გამოიწვია.

ავღანეთის ინფორმაციით, კვირას, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში აფეთქებებს 11 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. გზისპირა ნაღმის აფეთქებას ერთი ოჯახიდან ექვსი წევრი ემსხვერპლა, რომელთა შორის ერთი ქალი და ახლაშობილია.
XS
SM
MD
LG