ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელების მთავარი მტერი ერაყში


თავდასხმის დროს ამერიკელი ჯარისკაცი და უცხოელი კონტრაქტორი მოკლეს

ავღანეთში ამერიკელთა სარდლის, გენერალ ჯონ ალენის განცხადებით, ის აღშფოთებულია ავღანელი სამხედროების მიერ ნატოს ჯარისკაცების მკვლელობის გამო.

ტელეკომპანია „სი-ბი-ეს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, რომ ავღანეთში ისინი თავგანწირვით იბრძვიან და ზურგში ტყვიას არ იმსახურებენ.

გენერალ ალენის თქმით, ერაყში თვითნაკეთი ბომბები ამერიკელების მთავარი მტერი იყო და ავღანეთში კი მოკავშირეთა მიერ მოწყობილი თავდასხმები გახდა უპირველესი საფრთხე.

უკანასკნელი ამგვარი თავდასხმის დროს ამერიკელი ჯარისკაცი და უცხოელი კონტრაქტორი მოკლეს.

თალიბანის განცხადებით, ეს მათ მიერ შემუშავებული ბრძოლის ახალი სტრატეგიაა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG