ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 2 ამერიკელი დაიღუპა


თალიბანი გამუდმებული შეტევებით და ტერორისტთა იერიშებით ისევ „ამერიკას უწევს სამსახურს“ - აცხადებს ავღანეთის პრეზიდენტი

ავღანეთში 2 ამერიკელი დაიღუპა
თალიბანი გამუდმებული შეტევებით და ტერორისტთა იერიშებით ისევ „ამერიკას უწევს სამსახურს“ - აცხადებს ავღანეთის პრეზიდენტი


ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ავღანეთის აღმოსავლეთში მომხდარი შეტევის შედეგად 2 ამერიკელი და 7 საერთაშორისო კოალიციაში მომსახურე ჯარისკაცი დაიღუპა. ვარდაკის პროვინციაში პოლიციის, ან სამხედრო ფორმაში გადაცმულმა ტერორისტმა მოულოდნელად ალიანსის წარმომადგენლებს სროლა აუტეხა. მეორე ინციდენტი ქაბულის გარეუბანში მოხდა. ამერიკის არმიის ჯარისკაცებმა ორი ავღანელი სამოქალაქო პირი მოკლეს, მას შემდეგ, რაც ისინი საგუშაგოს მიუახლოვდნენ და სამხედროთა ბრძანებას გაჩერების შესახებ არ დაემორჩილნენ.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ჩაკ ჰეგელმა ავღანეთი სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. ჰამიდ კარზაის მიერ წარმოთქმულ ხანგრძლივ მისასალმებელ სიტყვაში, პრეზიდენტმა თალიბანი დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი შეტევებით და თვითმკვლელი ტერორისტების იერიშებით ისევ „ამერიკას უწევენ სამსახურს“, რათა საერთაშორისო კოალიციამ ავღანეთი 2014 წლის შემდეგაც არ დატოვოს. ჩაკ ჰეგელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივა იქნება ეს, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება, „ავღანელთა წინამძღოლობით უნდა განხორციელდეს“.
XS
SM
MD
LG