ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ახალი განცხადება


ჯერ არ არის აღმოჩენილი არანაირი სამხილი, რომელიც ავღანეთის მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას დაადასტურებს

ნატოს წარმოადგენლის განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც მეამბოხეებთან ბრძოლაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ადგილია, ამერიკულმა სპეც-დანიშნულების რაზმებმა ადამიანის უფლებები დაარღვიეს.

გერმანელმა ბრიგადირ გენერალმა გუნტერ ნაცმა განაცხადა, რომ აისაფის მისია გააგრძელებს ავღანეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ ნატოს ჯარისკაცებმა გააგრძელონ მუშაობა ადამიანის უფლებების გათვალისწინებით.

მისივე თქმით, ჯერ არ არის აღმოჩენილი არანაირი სამხილი, რომელიც ავღანეთის მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას დაადასტურებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელ სპეც-დანაყოფებთან დაკავშირებულმა ავღანელებმა ადგილობრივი მოქალაქეები აწამეს ან მოკლეს.

კვირას ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ამერიკის სპეც-დანაყოფებს ვარდაკის პროვინციიდან გამოსვლა უბრძანა და ამისთვის მათ 2 კვირა მისცა.
XS
SM
MD
LG