ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში უფლებადამცველები აპროტესტებენ


„ჰიუმან რაითს ვოჩი“ და „საერთაშორისო ამნისტია“ შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან ავღანეთის მოქალაქეებს სამართლიანი გამოძიების და სასამართლოს გარანტია არ აქვთ

ავღანეთში რვა პატიმრის სიკვდილით დასჯის გამო უფლებადამცველები ამ პრაქტიკის შეჩერებას ითხოვენ. სამშაბათს, პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაამტკიცა კანონი, რომელიც მკვლელობის, გაუპატიურების და გატაცების შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებს. ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, ანალოგიური განაჩენის სისრულეში მოყვანა ამ დღეებში კიდევ რვა ადამიანისთვის იგეგმება.

„ჰიუმან რაითს ვოჩი“ და „საერთაშორისო ამნისტია“ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ავღანეთის მოქალაქეებს სამართლიანი გამოძიების და სასამართლოს გარანტია არ აქვთ. ორივე ჯგუფი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოდის. საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნას ავღანეთში ევროკავშირის მისიაც შეუერთდა და სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაწესება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG