ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტებზე თავდასხმის რაოდენობა იზრდება


ავღანეთში დამოუკიდებელი მედია სწრაფად ვითარდება. თუმცა, პარალელურად რამდენიმე შემაშფოთებელი გარემოება იკვეთება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ნაქიბულა, მაღაზიის მეპატრონე ქაბულის ე.წ. „ელექტრონიკის ქუჩაზე“ ტელევიზორებს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს ყიდის.

კარზაის მმართველობის ბოლო 10 წლის მანძილზე, მე ვიტყოდი, მოსახლეობის 85 პროცენტი ტელევიზორებს, DVD-ფლეიერებს, რადიოს და სხვა მოწყობილობას ყიდულობს. ტელევიზია ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით - ახალი ამბები“ - ამბობს ელექტრონული პროდუქციის გამყიდველი.

ავღანეთში დღეს უკვე 75 ტელეარხია, 175 რადიოსადგური და ასობით გაზეთი და ჟურნალი. თუმცა, მედიის საშუალებების ზრდასთან ერთად, სხვა ტენდენციაც იკვეთება. იანვრის შემდეგ, ჟურნალისტებზე 36 თავდასხმა მოხდა, რაც შარშანდელთან შედარებით 40-პროცენტიან ზრდას შეადგენს.

თახარის პროვინციაში გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს პოლიციის ოფიცერი, რომელიც ჟურნალისტის მანქანას ეჯახება. ჟურნალისტებს ის უცხადებს, რომ მან ადგილობრივი პოლიციის უფროსის განკარგულება შეასრულა. ადამიანის, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ჟურნალისტების დაშინებაში და შეურაცხყოფაში დებდნენ ბრალს. სამსახურიდან პოლიციის შეფი მაისში, ბრალდებებიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, დაითხოვეს.

სადიქ სიდიქი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ ავღანეთის მთავრობა თავისუფალ მედიას მაქსიმალურად ხელს უწყობს.

ყოველთვის ხელს შევუწყობთ, ყოველნაირად. ეს ავღანეთის მთავრობის პოლიტიკაა. სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს რეალობა არ ესმით და ამ პოლიტიკას არ ახორციელებენ“ - აღნიშნავს სამინისტროს სპიკერი.

ავღანელ ჟურნალისტთა უსაფრთხოების კომიტეტი საპირისპიროს ამტკიცებს. მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ ხელისუფლებაა ჟურნალისტებზე ძალადობის მთავარი ხელშემწყობი. კომიტეტის სპიკერის, ნაჯიბ შარიფის თქმით, მათ ხელს ერთგვარად საერთაშორისო საზოგადოებრიობის დუმილიც აძლევს, რასაც ავღანეთის მთავრობის ოფიციალური პირები საკუთარი ქმედების გამართლებად მიიჩნევენ.

„ძლიერი და მტკიცე გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისგან დიდ გავლენას მოახდენდა. ავღანეთის ხელისუფლების წევრებს, რომლებიც ამ ძალადობის ფაქტების უკან დგანან, შეექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ მათი საქციელი გაუმართლებელია და საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამ საკითხებს ძალიან სერიოზულად ეკიდება“ - აღნიშნავს ჟურნალისტთა უსაფრთხოების კომიტეტის სპიკერი.

ავღანეთი ისეთი ქვეყანაა, რომელშიც ძალადობის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდე მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარ ისტორიას ყვები. ასევე დიდი რისკის ქვეშ იმყოფება ის ჟურნალისტი, რომელიც მთხრობელს ეხმარება.

პირველი არხის გადაცემა „ნიღაბი“ სტუდიაში იწვევს ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან. ექსპერტები, ხელისუფლების წარმომადგენლები, სწავლულები, თუ საზოგადოების სხვა წევრები, თითოეულ შემთხვევაზე მსჯელობენ. გადაცემის პროდიუსერ, სოსოშ აზამს ორჯერ დაესხნენ თავს იმ ქალების ოჯახის წევრები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან.

(Azami ACT)
ორი კვირის წინ ქმარმა ცოლი სცემა. სახე და ცხვირი დალეწილი ქონდა. დასახმარებლად დამირეკა. ქმარი ამჟამად ციხეშია, წყვილს შორის კი გაყრის პროცესი მიმდინარეობს. მსგავს ოჯახურ სიტუაციებში ვუწევ დახმარებას. ვინ დაეხმარება ავღანელ ქალებს, მე თუ არა. ეს ჩემი სამსახური, ჩემი მოვალეობაა“ - ამბობს გადაცემის პროდიუსერი.

ავღანეთში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელი რჩება. პოლიტიკური დაძაბულობა ჟურნალისტებს კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს. მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება.
XS
SM
MD
LG