ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში, ნატოს ბაზასთან ტერაქტი მოხდა


სამხრეთ ავღანეთში მდებარე ნატოს ბაზასთან მომხდარ ტერორისტულ აქტს 22 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ოფიციალურ პირთა განცხადებით, აფეთქება სატვირთო მანქანების სადგომზე მოხდა, სადაც ყანდაარში მიმავალი უამრავი ხალხი იყრის თავს.

ჯერ მოტოციკლზე მჯდომმა ერთ-ერთმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. და როცა ხალხი დაშავებულების საშველად იმ ადგილს მიაწყდა, იქვე მდებარე მაღაზიებთან მეორე აფეთქება მოხდა. პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე ჯეჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია. ნატო ანალოგიურ ინციდენტებში ბრალს უმთავრესად თალიბებს დებს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განკარგულებაში მყოფი საჰაერო ბაზის მახლობლად დღეს მომხდარ აფეთქებებში სულ 50 ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG