ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანურ ქორწილში თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა


ავღანეთის აღმოსავლეთში, ხოსტის პროვინციის ოფიციალური პირების ცნობით, შეიარაღებულმა პირმა ქორწილში ცეცხლი გახსნა. ადგილზე დაიღუპა 5 და დაშავდა 15 ადამიანი. ბოროტმოქმედი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ოფიციალური წყაროებით ვერ დგინდება ინციდენტის მოტივი, თუმცა პაკისტანის მოსაზღვრე რეგიონში ძირითადად თალიბები და ასევე, სხვა მეამბოხე ჯგუფები აქტიურობენ.

კვირასვე, ლაღმანის პროვინციაში ნაღმის აფეთქების შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა და 10 დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG