ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 24 მეამბოხე მოკლეს


ავღანეთში 24 მეამბოხე მოკლეს
ავღანეთში 24 მეამბოხე მოკლეს

ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში მიიტანა.

ნატოსა და ავღანეთის შეიარაღეული ძალებმა დღეს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მეამბოხეების მიერ მიტენილი დიდი ირიში მოიგერია. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 24 მეამბოხეა მოკლული.

ნატოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს ტყვიამფრქვევებითა და ყურმტყორცნებით შეიარაღებული მეამბოხეები ხოსტის რეგიონში მდებარე ამრერიკულ ბაზა სალერნოს დაესხნენ თავს. 15 მეამბოხე ერიეიშის დროს იქნა მოკლული. ექვსი სალერნოს პერიმეტრის გარეთ მეამბოხეებზე დადევნების დროს, ხოლო სამი კი საჰაერო კონტრ-შეტევის შედეგად დაიღუპა.

ნატოს განცხადებით, სალერნოს პერიმეტრის გარღვევა მხოლოდ ორმა მეამბოხემ მოახერხა, მაგრამ ისინი პერიმეტრზევე იქნენ ლიკვიდირებული. იერიშის შედეგად 5 მეამბოხეა დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით თავდამსხმელები ალ ყაიდასათან დაკავშირებული ჰაკანის ქსელის წევრები არიან.

XS
SM
MD
LG