ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძალადობა ავღანეთში


Samkani district, Paktia province, Afghanistan
Samkani district, Paktia province, Afghanistan

გაეროს მტკიცებით, დაღუპული ადამიანების 84% პარტიზანების მიერ ჩატარებულ დივერსიულ ოპერაციებს შეეწირა

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის დასავლეთში ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის წევრი მამა და სამი შვილი დაიღუპა, დედა კი მძიმედ დაიჭრა.
გაეროს მონაცემებით, წელს ავღანეთში 24%-ით გაიზარდა საომარი მოქმედებების ინტენსივობა 2012 წელთან შედარებით. გაეროს მტკიცებით, დაღუპული ადამიანების 84% პარტიზანების მიერ ჩატარებულ დივერსიულ ოპერაციებს შეეწირა.
ორშაბათს, ლაღმანის პროვინციაში ავტომანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. იმავე დღეს თვითმკვლელის მიერ ამერიკელთა სამხედრო კოლონის აფეთქების დროს ავღანელ პოლიციელთან და კოალიციური ძალების ორ ჯარისკაცთან ერთად სკოლის 10 მოწაფე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG