ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბთა თავდასხმა ქალაქ ჯალალაბადის აეროდრომზე


ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განცხადებით ნატოს ჯარისკაცებმა მოიგერიეს თალიბთა თავდასხმა ქალაქ ჯალალაბადის აეროდრომზე. თალიბებმა დღეს დილას მიიტანეს იერიში ამ აეროდრომზე. მათ ჯერ ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს, შემდეგ კი ყუმბარმტყორცნებიდან გახსნეს ცეცხლი.

ნატოს ინფორმაციით ბრძოლაში თალიბანის 7 მეომარი მოკლეს. დაიღუპა ნატოს ერთი ჯარისკაცი ორი დაიჭრა. ჯალალაბდის აეროდრომი ნატოს ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზაა ავღანეთში.

XS
SM
MD
LG