ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება ავღანეთში


დაპირისპირება ავღანეთში

ავღანეთის არმია უკვე მეორე დღეა ქალაქ ყანდაჰარში თალიბ ამბოხებულებთან აწარმოებს ბრძოლას. ოფიციალური პირების ცნობით, ამბოხებულებმა ორი დღის განმავლობაში 3 ავღანელი სამხედრო მოკლეს და 46 დაჭრეს. მეამბოხეთა შორის ოფიციალური წყაროების თანახმად, სულ ცოტა 12 ადამიანია დაღუპული. შაბათს თალიბანის მებრძოლებმა ყანდაჰარის მიმართულებით ფართომასშტაბიანი და კოორდინირებული შეტევა განახორციელეს. მათ ნაღმმტყორცნებით იერიში მიიტანეს ყანდაჰარის გუბერნატორის რეზიდენციაზე, რის შემდეგაც დაზვერვის და პოლიციის ადგილობრივ ოფისებს შეუტიეს. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თალიბანის ეს იერიში დაგმო. მისი განცხადებით „ალ-ყაიდა“ და თალიბანის ძალადობა მათ სისუსტეზე მიუთითებს, მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახერხეს.

XS
SM
MD
LG