ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ცალკეულ შეტაკებებში 18 ადამიანი დაიღუპა


აღმოსავლეთ ლაჰმანის პროვინციაში ხუთი ავღანელი ჯარსიკაცი ნაღმზე აფეთქდა

ხუთშაბათს, ავღანეთში, ცალკეულ შეტაკებებში 18 ადამიანი დაიღუპა.

ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ჰელმანდის პროვინციაში თავდასხმისას ადგილობრივ დღესასწაულზე მიმავალი 10 ადამიანი მოკლეს. მთავრობის პრესცენტრის განცხადებით, აღმოსავლეთ ლაჰმანის პროვინციაში ხუთი ავღანელი ჯარსიკაცი ნაღმზე აფეთქდა.

სამი პოლიციელი დაიღუპა ყანდაარის პროვინციაში, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

შეტაკებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არვის არ აუღია.
XS
SM
MD
LG