ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში უშიშროების 6 თანამშრომელი მოკლეს


ავღანეთში უშიშროების 6 თანამშრომელი მოკლეს

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით სასაზღვრო პოლიციის ფორმაში გადაცმული ოთხი თალიბი მებრძოლი ქალაქ ხოსტის გარეუბანში მდებარე საგზაო პოლიციის შენობაში შეიჭრა და ავღანეთის უშიშროების სამსახურის 6 თანამშრომელი გამოასალმა სიცოცხლეს.

ორმხრივი სროლის შემდეგ ავღანეთის პოლიციამ ალყა შემოარტყა ცეცხლმოკიდებულ შენობას. ხელისუფლების განცხადებით ორმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, დანარჩენი ორი თალიბი კი უშიშროების ძალებმა მოკლეს.

თალიბებმა ამ ბოლო დროს გააძლიერეს თავდასხმები ავღანეთის სამთავრობო დაწესებულებებსა და უშიშროების სამსახურის თანამრომლებზე.

XS
SM
MD
LG