ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის სამხრეთში ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთის სამხრეთში ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა
ავღანეთის სამხრეთში ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა

დასავლეთის კოალიციური ძალების სარდლობის განცხადებით ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად.

ეს თავდასხმა „ჩინუკის“ ტიპის შვეულფრენის ჩამოგდებიდან ერთ კვირაში მოხდა, როდესაც შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების 30 მებრძოლი დაიღუპა 8 ავღანელ კომანდოსთან ერთად.

ამერიკელი გენერალი ჯონ ალენი ამტკიცებდა, რომ საჰაერო თავდასხმის შედეგად სწორედ ის თალიბი დაიღუპა, რომელმაც ამერიკული შვეულფრენი ჩამოაგდო, თუმცა თალიბებმა უარყვეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ აღნიშნული მებრძოლი წარმატებით აგრძელებს ჯიჰადში მონაწილეობას.

შეგახსენებთ რომ ამ ოპერაციის შედეგად თალიბებმა ამერიკელთა ელიტარული სპეცრაზმის 17 მეომარი მოკლეს.

XS
SM
MD
LG