ავღანეთში ნატოს ორი თანამშრომელი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით თავდასხმის ორგანიზატორებად ავღანეთის ორი სამხედრო პირი სახელდება.
ბოლო მონაცემებით, ერთი კვირის განმავლობაში ავღანეთში ნატოს 6 ჯარისკაცი და ორი ამერიკელი სამხედრო მრჩეველი იქნა მოკლული, ხოლო გასულ კვირას, ყურანის დაწვის გამო მოწყობილ საპროტესტო გამოსვლების დროს ავღანელმა ჯარისკაცებმა ამერიკის ორი სამხედრო პირი მოკლეს.