ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა თავდასხმა ავღანეთის პოლიციის საგუშაგოზე განახორციელეს


თალიბებმა თავდასხმა ავღანეთის პოლიციის საგუშაგოზე განახორციელეს

რვა ავღანელი პოლიციელი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთში მდებარე საგუშაგოზე თალიბების თავდასხმის შედეგად.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით თავდასხმა დღეს დილას ჰელმადის პროვინციის ქალაქ ლაშქარ დაღის მახლობლად მოხდა.

ხელისუფლების თქმით თავდასხმის დროს სამი პოლიციელი დაიჭრა ერთი კი უგზოუკვლოდ დაიკარაგა.

ხელისუფლება ეჭვობს, რომ ეს პოლიციელი შესაძლოა თავდამსხმელებთან იყო კავშირში.

სამშაბათს თალიბმა კამიკაძემ კიდევ ერთი პოლიციის საგუშაგო ააფეთქა, რომლის დროსაც ორი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

გაეროს მონაცემებით წელს ავღანეთში 40%-ით გაიზარდა თავდასხმების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით.

XS
SM
MD
LG