ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბანს ახალი ლიდერი ჰყავს


მავლავი ჰაიბათულა ახუნძადა

ავღანეთის თალიბანი აცხადებს, რომ მავლავი ჰაიბათულა ახუნძადა ჯგუფის ახალ ლიდერად დაინიშნა. თალიბანის ყოფილი ხელმძღვანელი მულა ახტარ მანსური გასულ კვირას ამერიკის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში, თალიბანმა მანსურის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორშაბათს მანსურის ლიკვიდაციის ოპერაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ თალიბანის ლიდერი ავღანეთში მშვიდობისა და შერიგების პროცესს ბლოკავდა.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG