ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანური არასამთავრობო ორგანიზაცია თალიბანსა და გავლენიან ავღანელებს შორის შეხვედრას აწყობს


ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის განცხადებით, ის დამოუკიდებლად მუშაობს იმისთვის, რომ თვის ბოლოს, სპარსეთის ყურეში, თალიბანის და ავღანეთის საზოგადოების გავლენიანი წევრების შეხვედრა მოაწყოს.

ავღანეთის მშვიდობის კვლევის ორგანიზაციის დამფუძნებელმა წევრმა ხალილულა საფიმ განაცხადა, რომ ადგილობრივი მედიის ცნობა იმის შესახებ, რომ დაგეგმილი ორდღიანი ურთიერთობის უკან საერთაშორისო ჯგუფი - „მეცნიერებისა და მსოფლიოს საქმეების პაგვაშის კონფერენციები“ დგას, არასწორია. მისი თქმით, დამკვირვებლად მხოლოდ გაერო იქნება მიწვეული. შეხვედრა არაოფიციალური იქნება და ყველა მონაწილე, მხოლოდ პირადად საკუთარ თავს წარმოადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG