ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი მიესალმა თალიბებსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების დაწყებას


კარზაი მიესალმა თალიბებსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების დაწყებას
კარზაი მიესალმა თალიბებსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკების დაწყებას

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მიესალმა თალიბებსა და ამერიკელებს შორის მოლაპარაკების დაწყებას, მაშინ როდესაც ეს ისლამისტური დაჯგუფება საკუთარი ოფისის გახსნას გეგმავს ყატარის დედაქალაქ დოჰაში.

ავღანეთის პრეზიდენტის აზრით ეს მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში ომის შეწყვეტას და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას ბოლო მოეღება.

თალიბების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გაანთავისუფლონ კუბაში გუანტანამოს ციხეში დატყვევებული პატიმრები.

თალიბანის განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი ავღანეთის მთავრობაზე, რომელსაც ისინი ამერიკელების მარიონეტებად თვლიან.

შეერთებული შტატები მიესალმა თალიბანის ოფისის გახსნას დოჰაში, რაც ვაშინგტონის აზრით ხელს შეუწყობს ავღანეთში ომის დამთავრებას.

XS
SM
MD
LG