ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ორი ესპანელი ოფიცერი და მათი თარჯიმანი მოკლეს


ავღანეთში ორი ესპანელი ოფიცერი და მათი თარჯიმანი მოკლეს

ავღანელმა პოლიციელმა ჩრდილოდასავლეთ ავღანეთში ორი ესპანელი ოფიცერი და მათი თარჯიმანი მოკლა. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალფრედო პერეზ რუბალკაბას განცხადებით, ესპანელმა სამხედროებმა ავღანელი პოლიციელი საპასუხო ცეცხლით მოკლეს. ინციდენტი დღეს ავღანური პოლიცის წვრთნის დროს მოხდა, რომელიც ესპანურ ბაზაზე მიმდინარეობდა. ავღანური პოლიციის ცნობით, სროლა ესპანელ და ავღანელ ოფიცრებს შორის კამათის შემდეგ დაიწყო. ავღანელი პოლიციის სიკვდილმა ადგილობრივი მოსახლების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ესპანურ ბაზასთან შეიკრიბნენ და ქვები დაუშინეს. ბაზის უსაფრთხოების სამსახურმა დემონსტრანტების შეტევას ცეცხლით უპასუხა. ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით სროლის შედეგად 15 დემონსტრანტია დაჭრილი.

XS
SM
MD
LG