ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება


ავღანეთში სამი დღეა საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება. ისინი ერთ-ერთი ამერიკული ეკლესიის წინამძღვრის მიერ ყურანის დაწვის გეგმას აპროტესტებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გეგმა გაუქმდა. ავრანეთის ხელისუფლების ცნობით, აღმოსავლეთ ლოქარის პროვინციაში პოლიციასთან შეტაკების დროს ორი დემონსტრანტი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ყურანის დაწვის გეგმის წინააღმდეგ მთელ ავღანეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. პატარა ამერიკული ეკლესიის წინამძღვარმა ტერი ჯონსმა, რომელიც 11 სექტემბერს ყურანის დაწვას აპირებდა, ეს გეგმა გააუქმა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ და საერთაშორისო ოფიციალურმა პირებმა მის ინიციატივა მკაცრად დაგმეს.

XS
SM
MD
LG