ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანელმა პარლამენტარმა შიმშილობა გამოაცხადა


ავღანელმა პარლამენტარმა შიმშილობა გამოაცხადა

ავღანეთის პარლამენტარმა სემინ ბარაკზაიმ შიმშილობა გამოაცხადა მას მერე, რაც 2010 წლის არჩევნებში ხმების გაყალბების გამო ის პარლამენტიდან დაითხოვეს.

პარლამენტარმა ქალმა პროტესტის ნიშნად ერთი კვირის წინ ქაბულში პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალა. დღეს კი ოფიციალურად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას მანამ, ვიდრე პარლამენტი მას სტატუსს არ დაუბრუნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სემინ ბარაკზაი ერთადერთია იმ ცხრა პარლამენტარს შორის, ვინც ხმების გაყალბების გამო პარლამენტიდან დაითხოვეს.

ამ ფონზე, ნატოს სარდლობის ინფორმაციით, დღეს სამხრეთ ავღანეთში მემბოხეებთან დაპირისპირების შედეგად ორი ალიანსის ჯარისკაცი დაიღუპა. აღსანიშნავია ისიც, რომ შაბათს ავღანეთისა და ნატოს ჯარების მიერ განადგურებული იქნა ერთი თალიბი მეამბოხე, რომელსაც პაკისტანიდან ავღანეთის ტერიტორიაზე ასფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი შემოჰქონდა.

XS
SM
MD
LG