ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეონ პანეტა ავღანეთის ქალაქ ყანდაარში ჩავიდა


პანეტა ამერიკელ სამხედრო მეთაურებთან შეხვედრას გამართავს

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა ავღანეთის ქალაქ ყანდაარში ჩავიდა, სადაც ამერიკელ სამხედრო მეთაურებთან გამართავს შეხვედრას.
ლეონ პანეტა გენერალ-მაიორ რობერტ აბრამსთან გამართავს მოლაპარაკებას, რომელიც ავღანეთში სამხრეთის დაჯგუფების სარდალია.
პენტაგონის შეფი ავღანეთში ოთხშაბათს ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის შეხვდება.
ამჟამად ავღანეთში 68 000 ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს. 2014 წლის შემდეგ პენტაგონი ქვეყნაში 15 000 სამხედრო მოსამსახურის დატოვებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG