ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჯარისკაცები პასუხს აგებენ


ამერიკელი ჯარისკაცები პასუხს აგებენ

პენტაგონმა დაადგინა იმ საზღვაო ქვეითების ვინაობა, რომლებიც ვიდეო ფირზე თალიბი მეამბოხეების გვამებს შეურაცხყოფას აყენებდნენ

ამერიკის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის განცხადებით, პენტაგონმა დაადგინა იმ საზღვაო ქვეითების ვინაობა, რომლებიც ვიდეო ფირზე თალიბი მეამბოხეების გვამებზე შარდავდნენ მათი შეურაცხყოფის მიზნით.

საზღვაო ძალების საგამოძიებლო სამსახურმა უკვე დაკითხა ოთხიდან ორი ჯარისკაცი.

ვიდეოზე ასახული ჯარისკაცები 1000 კაციან შემადგენლობაში შედიოდნენ, რომლებიც ავღანეთში საზღვაო ქვეითების ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ბაზა კემპ ლაჟუნიდან არიან დისლოცირებული.

ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი საზღვაო ქვეითების მესამე ბატალიონის სნაიპერები არიან.

შეერთებული შტატების ისეთმა მაღალჩინოსნებმა, როგორიც თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არიან, უკვე დაგმეს მომხდარი ფაქტი. პანეტამ ინციდენტს „შემზარავი ქმედება“ უწოდა.

XS
SM
MD
LG