ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს 8 წევრი და ერთი კონტრაქტორი მოკლეს


ავღანეთში ნატოს 8 წევრი და ერთი კონტრაქტორი მოკლეს
ავღანეთში ნატოს 8 წევრი და ერთი კონტრაქტორი მოკლეს

ავღანელმა სამხედრო ფრინავმა ქაბულში უცხოელ ჯარისკაცებს გაუხსნა ცეცხლი. ამ ინციდენტის შედეგად დასავლეთის სამხედრო ალიანსის რვა წევრი და ერთი კონტრაქტორი დაიღუპა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ვეტერანმა მფრინავმა უცხოელი სამხედროები ქაბულის აეროპორტის სამხედრო ბაზაზე წარმოქმნილი შელაპარაკების შემდეგ დახოცა. თავად ავღანელი სამხედრო მფრივანი ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა.

ავღანეთის ხელისუფლებამ უარყო თალიბთა მტკიცება, რომ მფრინავი სამხედრო ფორმაში გადაცმული მათი ორგანიზაციის წევრი იყო.

აპრილის დასაწყისში ავღანელმა მესაზღვრეებმა ფარიაბის პროვინციაში ორი ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. ბაღლანის პროვინციაში კი ავღანეთის არმიის ფორმაში გადაცმულმა მოჯახედებმა სამი გერმანელი ჯარისკაცი მოკლეს და 6 დაჭრეს.

გასული წლის ნოემბერში ავღანეთის სამხედრო პოლიციამ 6 ამერიკელი ჯარისკაცი გამოასალმა სიცოცხლეს.

XS
SM
MD
LG