ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნატო"-ს მიზანი ავღანეთში


მხარეებმა საბრძოლო მისიის დროულად, შესაძლოა, ნაადრევად დასრულების საკითხიც კი განიხილეს

„ნატო"-ს გენერალური მდივნის დღევანდელი განცხადების თანახმად, საერთაშორისო ალიანსი ერთგული დარჩება - ავღანურ ძალებს ქვეყნის უსაფრთხოების გადაცემაში ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს 2014 წლის შემდეგ, როდესაც „ნატო"-ს კოალიცია სამხედრო მისიას დაასრულებს ამ ქვეყანაში.

„ნატო"-ს უმაღლესი პირი დღეს ქაბულში, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ერთად პრეს-კონფერენციაზე გამოჩნდა და თქვა, რომ ავღანეთში „ნატო"-ს მიზანია ავღანეთს საშუალება მისცეს ფეხზე დადგეს. თუმცა, ამ ძალისხმევაში ეს ქვეყანა მარტო არ იქნება. მან დღესვე გამოაცხადა 2014 წელს ახალი არასაბრძოლო მისიის დაწყება ავღანეთში. კარზაიმ დასძინა, რომ დღევანდელი შეხვედრისას „ნატო"-ს ლიდერთან, მხარეებმა საბრძოლო მისიის დროულად, შესაძლოა, ნაადრევად დასრულების საკითხიც კი განიხილეს.
XS
SM
MD
LG